საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტთა სავარაუდო სია, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში – ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“.

სია გამოქვეყნებულია სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომრით (Student ID), რომლის ხილვა შესაძლებელია ბაზაში - UNI.TSU.GE, სტუდენტის პერსონალურ ინფორმაციაში.
სია არ არის საბოლოო და სტუდენტების მომართვის საფუძველზე (ხელახალი განხილვის შემთხვევაში) შესაძლოა შეიცვალოს!

 

 

თსუ რექტორის 2025 წლის 05 მაისის   №85/01-01 ბრძანების საფუძველზე სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 230 სტუდენტით. 

 

სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომელთა წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა შეადგენს 91 ქულას ან მეტს (სულ - 729 სტუდენტი).   


 2. იმ შემთხვევაში, თუ დასაფინანსებელთა სიაში ბოლო პოზიციაზე გამოიკვეთა ერთნაირი მონაცემების მქონე ორი ან მეტი კანდიდატი, შერჩევის პროცესში უპირატესობა

       მიენიჭება შემდეგ თანმიმდევრობას:

 

          ა) წინა სემესტრის შეფასების მაღალ საშუალო არითმეტიკულ ქულას;

 

          ბ) სოციალურად მოწყვლად ჯგუფს;

 

          გ) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობას;

 

          დ) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობას.

 

თუკი, კანდიდატების ყველა მონაცემი ემთხვევა ერთმანთს, კანდიდატის შესარჩევად  სასტიპენდიო კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

 


3. პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, 21 მაისის 14 საათამდე განაცხადი უნდა გამოიგზავნოს UNI.TSU.GE ბაზის გრაფიდან „სტიპენდიები და სახელმწიფო დაფინანსება“. 

 

    იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ არ იქნა პრეტენზია მიღებული, 21 მაისს 15 საათიდან 16 საათამდე საკითხს განიხილავს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი  პროფესორი ირმა ხარშილაძე.

 

გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 20/05/2025